ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის, პარლამენტში გადაყვანას განიხილავს.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Dailymail წერს.
მედიის ინფორმაციით, 35 წლის კატერინა ტიხონოვა შესაძლოა რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ლიდერი გახდეს.
გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია რუსულ Telegram არხზე, სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.
პუტინი სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის კიბოს, პარკინსონსა და შიზოაფექტურ აშლილობას ებრძვის.
„პუტინის ახლო გარემოცვამ კვლავ დაიწყო საუბარი ერთიანი რუსეთის ხელმძღვანელობაში ელიტებისთვის კონსენსუსის ფიგურის აუცილებლობაზე, რომელიც გააერთიანებდა და უზრუნველყოფდა არსებულ სტატუს კვოსა და ძალაუფლების უწყვეტობას“,- ნათქვამია ტელეგრამ არხზე.