ნიგერიის ეკლესიაში უფასო საკვების მისაღებად მისული 31 ადამიანი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა

ნიგერიის ეკლესიაში უფასო საკვების მისაღებად მისული 31 ადამიანი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა

28-05-2022, 23:51 - 2022
427
       

სამხრეთ ნიგერიაში საეკლესიო საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და რამდენიმე ბავშვია.
 
რივერსის შტატში, ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ყოველწლიური საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში, საკვების უფასოდ მისაღებად ასობით ადამიანი მივიდა. ჭყლეტა სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
 
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ასეთი მოვლენები ხშირია ნიგერიაში, აფრიკის უღარიბესი ეკონომიკის ქვეყანაში, სადაც მთავრობის სტატისტიკით, 80 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები