ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, 20 წლის ანა ტურაშვილი 23 მაისს სახლიდან ქ. რიშონ ლეციონიდან გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
„პოლიცია დახმარებას ითხოვს. თუ ფლობთ რაიმე ინფორმციას დაუკავშირდით პოლიციას ნომერზე 100 ან დარეკეთ 03-960-94-44“, - ნათქვამია განცხადებაში.