ლიეტუვის ქალაქების ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ლიეტუვის ქალაქების ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26-05-2022, 12:43 - 2022
501
       

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ლიეტუვის უდიდესი ქალაქების ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ამის შესახებ ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ლიეტუველები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ლიეტუვის უდიდესი ქალაქების: ვილნიუსის, კაუნასისა და კლაიპედის ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებით განათდა“, - ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები