რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში დიდი ხანძარია - ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ცნობებით, მოსკოვში მე-17 საუკუნეში აშენებული პეტრესა და პავლეს ეკლესია იწვის. 
ხანძრის ფართობმა 150 კვადრატულ მეტრს მიაღწია.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა მსხვერპლი ხანძარს. არ გავრცელებულა ინფორმაცია არც დაშავებულების შესახებ.
 
 
    
    
 
 








 










 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
