„პუტინი შესაძლოა, მალე სანატორიუმში გაგზავნონ“, - ამის შესახებ Mi-6-ის (დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური) ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ დირლავი საუბრობს.
გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau-თან დირლავი ამბობს, რომ პუტინი მალე თავისი ნების საწინააღმდეგოდ, სანატორიუმში წავა, ხოლო მის ადგილს უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი დაიკავებს.
რუსი გენერალი პატრუშევი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს.