უკრაინაში ომის გამო, უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინაში ომის გამო, უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
24-05-2022, 23:36 - 2022
564

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 


ორბანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას მანევრირებისა და დაუყოვნებლივი რეაგირების საშუალებას მისცემს უკრაინაში ომის შედეგებზე.

"უნგრეთი უნდა დარჩეს ამ ომის მიღმა და დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება. ამისათვის ჩვენ გვჭირდება მანევრირების ადგილი და დაუყოვნებლივი მოქმედების შესაძლებლობა", - განაცხადა ორბანმა. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა