იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება

9-02-2022, 10:56 - 2022
531

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, განგრძობადი სამხედრო გაფართოების ფონზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. 

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლია, ნატო და მოკავშირეები კი უკრაინის დასახმარებლად მზად არიან.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან, თუკი არ დავთანხმდებით მათ მოთხოვნებს, დადგება, როგორც თვითონ უწოდებენ, სამხედრო-ტექნიკური შედეგი. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და აქვს თავდაცვის უფლება, მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

პოპულარული
რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა