პოლიტიკოს ვლადიმერ ჟირინოვსკის ვაჟმა, იგორ ლებედევმა, წინასწარი მონაცემებით, სახელი და გვარი შეიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბაზა“ Telegram-ის არხში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ის პოლიტიკიდანაც წავიდა. ვარაუდობენ, რომ ასეთი ცვლილებების მიზეზი, ჟირინოვსკის შვილის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებული სანქციებია.
„სახელი 2021 წლის ზაფხულში შეიცვალა, ამავე დროს, იგორ ვლადიმერვიჩმა გამოაცხადა სამუდამოდ წასვლის შესახებ რუსული პოლიტიკიდან და პარტიიდან.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება იყოს ის სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა ჟირინოვსკის შვილს ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესა. იმ მომენტიდან ყოფილმა დეპუტატმა დაკარგა ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობა, სადაც მისი ოჯახის წევრებს უამრავი უძრავი ქონება აქვთ. ლებედევი არასოდეს მალავდა სიყვარულს ესპანეთის სანაპიროების მიმართ, შესაძლოა, ახალი პასპორტითა და ახალი პერსონალური მონაცემებით მისთვის გამგზავრება გაუადვილდეს“, - წერს „ბაზა“.