11-წლიანი პაუზის შემდეგ „მილანი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

11-წლიანი პაუზის შემდეგ „მილანი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

23-05-2022, 00:04 - 2022
674
       

იტალიის „სერია A“-ს 2021-22 წლების სეზონის ტრიუმფატორი „მილანი“ გახდა.
 
სეზონის ბოლო ტურში სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ „მილანს“ ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანა.
 
ოლივიე ჟირუმ 32-ე წუთისთვის დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი ფრანკ კესიმ დააფიქსირა. სამივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა რაფაელ ლეაომ შეასრულა.
 
„სერია A“ -ს ვიცე ჩემპიონი კი შარშენდელი ჩემპიონი, „ინტერი“ გახდა, რომელმაც „სამპდორიას“ 3:0 მოუგო ბოლო მატჩში.
 
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 2010-11 წლების სეზონის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი. მისთვის ეს არის მე-19 ჩემპიონობა, რითაც ის გაუთანაბრდა „ინტერს“. მათზე წინ არის მხოლოდ „იუვენტუსი“ 36 ჩემპიონობით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები