„კიდევ ბევრნი ვართ დასაჭერი ბატონო ბიძინა“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, პაატა იაკობაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამით ეს ბრძოლა არ დამთავრებულა.
„დღეიდან ჩვენ კიდევ უფრო ერთიანები ვიქნებით, კიდევ უფრო მეტად მობილიზებულები ვიქნებით და კიდევ უფრო მეტად მობილიზებულები ვიქნებით და კიდევ უფრო მეტად მიზანსწრაფულები ვიქნებით. დღევანდელი დღე არ იქნება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" გამარჯვების დღე, დღევანდელი დღე იქნება მათი საბოლოოდ დასასრულის დასაწყისის დღე. თითოეულ ჩვენგან აქვს შეურყეველი რწმენა იმისა, რომ ჩვენ სწორი მიზნისკენ ვმოძრაობთ და თითოეული ჩვენგანი გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს ამ მიზნის მისაღწევად, ასე რომ არავის ეგონოს, რომ ეს ბრძოლა დამთავრდა, პირველ რიგში ჩემ კოლეგებს ჩემთან სამსახურში, "მთავარ არხზე" და ყველას, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში მინდა მოგმართოთ, არ ჩამოყაროთ ფარ-ხმალი, არ დაგეუფლოთ იმედგაცრუება, პირიქით, სრული მობილიზება, არ გავახაროთ მტერი, ჩვენი კი არა, ქვეყნის!“, - განაცხადა პაატა იაკობაშვილმა.