ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას აკეთებს

ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას აკეთებს

16-05-2022, 00:49 - 2022
2 528
       

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ტრანზაქციების შეფერხებას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.
 
ის ამაში შანტაჟის ნიშნებს ხედავს.
 
აქ აშკარად ჩანს, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ამ შეფერხებებს არ აქვს. არის ერთგვარი შანტაჟის ნიშნები. რა დგას ამის უკან, მე არ ვიცი, მაგრამ ეს ნიშნები აშკარად არსებობს. თავისთავად ლეგიტიმური საფუძველი რომ არ აქვს ამ ქმედებებს, ამას ადასტურებს ის, რომ საბოლოო ჯამში ყველა ტრანზაქცია მაინც ხორციელდება, შეფერხებით, მაგრამ ხორციელდება“, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები