2 მაისს „დინამო არენაზე“ „დინამო“ თბილისმა, მოქმედი ჩემპიონი, „დინამო“ ბათუმი მიიღო. შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა.
ცნობილია, რომ sCool Card-ის გამოყენებით სკოლის მოსწავლეები „დინამო“ თბილისის ყველა საშინაო მატჩს უფასოდ ესწრებიან. გამონაკლისი არც დინამოების დაპირისპირება ყოფილა, თუმცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდა - მატჩის მიმდინარეობისას და დასასრულს, ბავშვები ხვიჩა კვარაცხელიას ნახვის სურვილით მოედანზე შეიჭრნენ.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, „დინამო“ თბილისმა განცხადება გაავრცელა - „სკოლის მოსწავლეები sCool Card-ით მატჩებს კვლავ უფასოდ დაესწრებიან, თუმცა შეხვედრას თვალს მხოლოდ კონკრეტული ლოკაციიდან - მეორე იარუსიდან მიადევნებენ, საიდანაც, მოედანზე შეჭრა წარმოუდგენელია“.