ფინეთის პრეზიდენტმა საულ ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად შეიტანს განაცხადს „ნატო“-ს ალიანსში წევრობისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
„დღეს ჩვენ, პრეზიდენტმა და მთავრობის საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფინეთი განაცხადს შეიტანს „ნატოს“ წევრობისთვის“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.