რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, „რაო ნორდიქ ოის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინეთს დენის მიწოდება გადასახადის გადაუხდელობის გამო შეუჩერდება.
„იძულებული ვართ 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა განახლდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.