პოლონეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად თვითმფრინავი გამოყოს.
ამის შესახებ ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის დედას დღეს პოლონეთის საელჩოში მიაწოდეს.
„მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის“, - განაცხადა გიული ალასანიამ.