მაკრონმა ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა

მაკრონმა ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შესთავაზა
13-05-2022, 18:48 - 2022
800

„მაკრონმა, პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ არხთან „რაი ერთთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.
 
ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არ არის ვინმეს სახის შესანარჩუნელად ტერიტორიები დათმოს.
 
უკრაინაში დაწყებული ომის გამო პუტინი სახეს ვერ შეინარჩუნებს. გულწრფელად გეტყვით, არ მგონია რომ ამ ადამიანს მომავალი ჰქონდეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში რუსეთში. მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ, თუმცა რუსეთი ჩვენი მეზობელია. ჩემს შემდეგ სხვა პრეზიდენტი მოვა, შემდეგ კიდევ სხვა და თაობათა ცვლა გაგრძელდება, თუმცა საზღვარი გავლებული იქნება და ჩვენს ტერიტორიაზე არავინ უნდა შემოვიდეს. თუ პუტინს სახის შენარჩუნება უნდა, ჯერ თავისი ქვეყანა შეინარჩუნოს.
 
რუსეთს ყველამ ზურგი აქცია. წამოიდგინეთ, როდესაც ევროპაში ვიღაცა რუსულად საუბრობს, ადამიანები ზურგს აქცევენ. ის რუსულ ისტორიას, დოსტოევსკის, ტოლსტოის და სხვა რუს კლასიკოსებს, ასევე რუსელ ენას ხაზს უსვამს. ის ხაზს უსვამს იმ ადამიანებს, ვინც რუსულ ენას იცავდა. ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს რუსულად. ახლა კი მაღაზიაში რუსულ ენაზე არავინ მოგემსახურება, რადგან ის რუსეთს უკავშირდება. აი რას აკეთებს პუტინი. არსებული ვითარებიდან გამოსავალი რუსეთისთვის არ უნდა ვეძიოთ, ბატონი მაკრონი ამას ტყუილად ცდილობს.
 
მას ამის კარგი გამოცდილება აქვს და იცის რომ სანამ რუსეთს თავად არ მოუნდება ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, სანამ ვერ მიხვდება რომ გამოსავალის პოვნა სჭირდება, არაფერს არ იზამს. როგორც შუამავალს სურდა რომ გარკვეული გამოსავალი ეპოვნა, თუმცა ეს ვერ შეძლო, როგორც ჩვენი ასევე რუსების მხრიდანაც. მაკრონმა პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა.
 
მიმაჩნია, რომ მსგავსი შემოთავაზება არც ერთი ლიდერის მხრიდან კორექტული არ არის. მზად არ ვართ, ჩვენი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ვინმეს რამე შევუნარჩუნოთ. ამაზე საუბარი ეს ტყუილად გაფლანგული დროა. რუსეთმა 24 თებერვალს დაგვანახა, რომ ნებისმიერი დათმობა ფეხებზე კიდია და ტერიტორიებს მაინც მიითვისებს. აქედან გამომდინარე ემანუელს არ სჭირდება გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. ის პრეზიდენტი გახდა და მე მას მხარი დავუჭირე. თუმცა გვერდზე გადგომას ისტორია არ გაპატიებს. თუ გინდა რომ დაიბრუნო ის რაც შენია, მხოლოდ წინ უნდა იარო
“, - ამბობს ზელენსკი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა