G7-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში სხვადასხვა საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ.
სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გაჩენილ პრობლემებს, მათ შორის საკვებთან და ენერგიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს.
G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე ასევე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველო მიწვეულთა სიაში ვერ მოხვდა.