„როგორი სახელმწიფოცაა, ისეთი ელჩია“, - ამ სიტყვებით შეაფასა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვავჟიკმა პოლონეთში რუსეთის ელჩის, სერგეი ანდრეევის საქმიანობა.
 
მას პოლონეთის სეიმში „სამოქალაქო კოალიციის“ წევრის, პაველ კოვალის კითხვას უპასუხა - „ხომ არ არის დრო, რუსეთის ელჩს ვუთხრათ, რომ მისი ადგილი მოსკოვშია“.
 
„როგორი სახელმწიფოცაა, ისეთი ელჩია, რუსეთის ელჩი ასრულებს მოსკოვის ბრძანებებს, რაც არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა, ის არის ელჩის საქციელიც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
