ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურეს

ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურეს
12-05-2022, 11:37 - 2022
598

ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურეს.

კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი ფხენიანში დაფიქსირდა. ქვეყანაში ლოკდაუნი გამოაცხადეს.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში 2022 წლის მარტამდე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ აღრიცხულა. ასევე, სავარაუდოდ, ქვეყნის არც ერთი მოქალაქე ვაქცინირებული არაა, რადგან ფხენიანმა ვაქცინების მიღებაზე უარი თქვა.

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ადამიანებში, რომელთაც მაღალი სიცხეები აწუხებდათ და ტესტირება ჩაუტარეს, ომიკრონის ვარიანტი დაფიქსირდა. მათ არ დაუსახელებიათ დამატებითი დეტალები თუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა