უკრაინის ყოფილ პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას თავშესაფართან დაკავშირებით „ტელეგრამზე“ ეხმაურება.
პოროშენკოს თქმით, დროა, პუტინმა საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე „ზრუნვის“ რუსული პრაქტიკა დიდი ხანია დასრულდა.
„ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ აქ უკრაინაში, თავად გავერკვევით. უკრაინის პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე „ზრუნვის“ უძველესი რუსული პრაქტიკა დიდი ხანია დამთავრდა. ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს“, - წერს პოროშენკო „ტელეგრამზე“.