უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის დღეს, 10 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა.
„დღეს, 2022 წლის 10 მაისს, კიევის დროით 17:00 საათზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ მაკაროვის ძე კრავჩუკი“, - წერს უკრაინული მედია.