დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „ომიკრონით“ ორჯერ ინფიცირების შემთხვევა

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „ომიკრონით“ ორჯერ ინფიცირების შემთხვევა
8-02-2022, 13:31 - 2022
673

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ კვლავ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.

გამყრელიძე განმარტავს, რომ შემთხვევები ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, თუმცა გამორიცხული არაა, ქვეყანაში მსგავსი პრეცედენტი ყოფილიყო.

„ომიკრონიდან“ ომიკრონის რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებულად ყურადღებას ვაქცევთ ამ ორ ქვეშტამთან დაკავშირებით. ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მსგავსი შემთხვევა არაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა