ქალაქ ტიუმენში ქალაქის ადგილობრივმა თვითმართველობამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე გამოსასვლელად საკმარისი ჯარისკაცების რაოდენობა ვერ შეაგროვა.
თვითმართველობა იძულებული გახდა მედდები და მოთხილამურეები გამოეყვანა.
შეგახსენებთ,რომ რუსეთში დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. წითელ მოედანზე პუტინის ტრადიციული აღლუმი გაიმართა, თუმცა ავიაციის გარეშე. კრემლში ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავების გადაფრენას ხელი უამინდობამ შეუშალა.