რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქის 16 დასახლება ცეცხლის ალში გახვეული - იწვის 200-ზე მეტი შენობა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქის 16 დასახლება ცეცხლის ალში გახვეული - იწვის 200-ზე მეტი შენობა

8-05-2022, 12:22 - 2022
1 088
       

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქის 16 დასახლებულ პუნქტში ერთდროულად 200 სხვადასხვა სახის შენობა იწვის.

ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. ცეცხლში გახვეულია საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვა დაწესებულებები.

ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებაც. ამ დროისთვის დადასტურებულია ხუთი ადამიანის გარდაცვალება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები