მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, COVID-19 პანდემიის დამანგრეველი შედეგები სცილდება თავად დაავადებას.
მისი თქმით, მან გააღრმავა ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის უთანასწორობა მთელს მსოფლიოში, ყველა ზომისა და შემოსავლის სტატუსის მქონე ქვეყნებში.
„პანდემიის გავლენა პანდემიის არსებობის განმავლობაში იგრძნობა, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ჯგუფებში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პანდემია, მით უფრო უარესი იქნება ეს ზემოქმედება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერებმა კიდევ უფრო მჭიდროდ იმუშაონ, რათა მხარი დაუჭირონ ყველა ქვეყანას, რომ მოხდეს მათი მოსახლეობის 70% ამ წლის შუა რიცხვებამდე ვაქცინაცია, გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემების მდგრადობა და იმუშაოს ინკლუზიური ეკონომიკური აღდგენისკენ“, - აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.
გებრეისუსი აღნიშნავს, რომ დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 42%-ს აქვს მიღებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა. მისი თქმით, პანდემიის საბოლოოდ გადალახვა ჯანმო-სთვის გადაუდებელი პრიორიტეტია.