პუტინმა ისრაელს ბოდიში მოუხადა

პუტინმა ისრაელს ბოდიში მოუხადა
5-05-2022, 22:38 - 2022
796

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარის გამო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმოშობა ჰქონდა.
 
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკარინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ნაცისტურ იდეოლოგიასთან დასაკავშირებლად, ჰიტლერს შეადარა და თქვა, რომ „ჰიტლერის მსგავსად“ მასაც ებრაული სისხლი აქვს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა