BBC - ჩინეთი ნეპალის საზღვარს არღვევს

BBC - ჩინეთი ნეპალის საზღვარს არღვევს

8-02-2022, 11:46 - 2022
623
       

ნეპალის მთავრობა ჩინეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით „ბიბისი“ იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთის ამგვარ ქმედებაზე ნეპალის მხრიდან აქამდე განცხადება არ გაკეთებულა. 

BBC-ის მიერ მოპოვებული მოხსენება გასული წლის სექტემბერში იქნა შედგენილი მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ნეპალის დასავლეთით მდებარე ჰუმლას რაიონში არსებული საზღვარი დაარღვია, თუმცა ანგარიში არ გამოქვეყნებულა.

როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია, რატომ არ გამოქვეყნებულა ანგარიში. მაგრამ ნეპალის მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში კავშირები ჩინეთთან გააუმჯობესა და ანგარიშის არგამოქვეყნება შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს.

ჩინეთის საელჩო კატმანდუში საზღვრის რაიმე სახით ხელყოფას უარყოფს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები