უკრაინის უდიდესმა თბოელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოდარის მერი, დმიტრო ორლოვი ავრცელებს.
„მინდა ავუხსნა ენერგოდარის მოსახლეობას ზაპოროჟიეს თბოსადგურის გათიშვასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება. სამწუხაროდ, ეს იძულებითი ნაბიჯია - კომპანიას ქვანახშირი ამოეწურა და მისი რეგულარული მიწოდების ორგანიზება შეუძლებელია. ეს ხდება ჩვენი ქალაქის ოკუპაციის გამო, ასევე, ეს უკავშრდება ლოგისტიკურ სირთულეებს უკრაინის სამხრეთში მუდმივი ბრძოლების, დანგრეული ინფრასტრუქტურის, ხიდების და რკინიგზის მონაკვეთების გამო“, - წერს დმიტრო ორლოვი.