ლუკაშენკოს მთავრობამ ბელარუსში სიკვდილით დასჯა დაამტკიცა

ლუკაშენკოს მთავრობამ ბელარუსში სიკვდილით დასჯა დაამტკიცა

5-05-2022, 01:00 - 2022
843
       

ბელარუსის პარლამენტმა „ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის“ სიკვდილით დასჯა დაამტკიცა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 
 
ამიერიდან სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია:
 

  1. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობა საერთაშორისო გართულებების პროვოცირების მიზნით;
  2. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა, ბირთვული ენერგიის ობიექტების გამოყენებით, რადიოაქტიური ნივთიერებების ან ბირთვული მასალების, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით;
  3. სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობა, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები