ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, სადაც „ეროვნული ლიგის“ ცენტრალური შეხვედრა მიმდინარეობდა გულშემატკივარი შეიჭრა.
შეხვედრა თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გაიმართა და ანგარიშით 0:0 დასრულდა.
გულშემატკივარი მოედანზე თამაშის დასრულებისას შეიჭრა, ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა რაიმე სახის გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი უკვე მეორედ დაფიქსირდა ჩემპიონატში, მანამდე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თამაშის მიწურულს სიტუაცია „დინამო“ თბილისის ფეხბურთელებსა და ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის დაიძაბა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოთაც თამაში ჩაიშალა.