რუსეთში, პერმის დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა - გარდაიცვალა ორი თანამშრომელი

რუსეთში, პერმის დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა - გარდაიცვალა ორი თანამშრომელი

2-05-2022, 22:58 - 2022
673
       

რუსეთის ქალაქ პერმში, რომელიც ურალის მთების მახლობლად მდებარეობს, დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა.
 
აფეთქების მიზეზათ რუსულ მედიაში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს ასახელებენ.
 
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, 1 მაისს, ადგილობრივი დროით 20:00-ზე ქარხანაში პროდუქციას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა სამი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი შემთხვევის ადგილზე მოკვდა, ორი კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც კიდევ ერთი მათგანი მოკვდა.
 
რუსეთში ჯერ-ჯერობით ცდილობენ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები