„კატეგორიული ვეწინააღმდეგებით ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთით ახალი წევრების მიღების ხარჯზე”, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს შემდგომი გაფართოება რუსეთის საზღვრებთან საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, ნატო მოდის ჩვენკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულად იქცევა, საღ ლოგიკას არ შეესაბამება“, - განაცხადა პუტინმა.
მანვე თქვა, რომ ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ალიანსში უკრაინის ან საქართველოს მიღებას ეწინააღმდეგება.
„მაქვს კითხვა - თუ ეს ასეა, რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების კარს უხსნიან?“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.