რუსეთი შეეცდება უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნას მოლდოვიდან.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი ძალიან გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება“, - თქვა წყარომ.