ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, რამდენიმე დღით უკრაინის ომის ზედამხვედველობა სხვას გადააბაროს, რადგან მას ოპერაციისთვის ამზადებენ.
ამის შესახებ Dailymail-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, „პუტინი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს და FSB-ის ყოფილ უფროსს ნიკოლაი პატრუშევს საომარი მოქმედებების ხელმძღვანელად წარადგენს, რათა კონტროლი აიღოს შეჭრაზე, სანამ ის დანის ქვეშ იმყოფება“.
პატრუშევი განიხილება, როგორც ომის სტრატეგიის მთავარი არქიტექტორი და ადამიანი, რომელმაც დაარწმუნა პუტინი, რომ კიევი ნეონაცისტური იდეოლოგითაა გაჟღენთილი.