ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გულშემატკივრები თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ.
ტრიბუნებიდან მაყურებელმა ფეხბურთელების მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო. რასაც შემდეგ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებაც მოყვა.
სტადიონის ტერიტორიაზე რამდენიმე გულშემატკივარიც შეიჭრა.
დაპირისპირება მატჩის დამატებით დროს მოხდა.
ქართული ელ კლასიკო მომხდარი ფაქტის გამო შეწყდა და აღარ გაგრძელდა. მატჩის 93ე წუთამდე თბილისელები 2:1-ს იგებდნენ.