Google Maps სერვისში რუსეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი ხელმისაწვდომი გახდა მაქსიმალური გარჩევადობით.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა აქვეყნებს.
ობიექტები ფოტოზე:
- ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი“;
- ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზა მურმანსკთან;
- მე-5 თაობის სუ-57 გამანადგურებელი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ტესტირების ცენტრში;
- კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიცია;
- საჰაერო ბაზა კურსკის მიმდებარედ.