ნატოს გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ემესენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო მზადაა უკრაინის საკითხში რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგებში აქტიურად ჩაერთოს.
„ნატო და მოკავშირე ქვეყნები, ერთხმად მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განლაგება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტს მხარდაჭერას ვუცხადებთ. მოვუწოდებთ, რუსეთს, რომ მზად ვართ ჩავერთოთ, პოლიტიკურ დიალოგებში, რათა შევამციროთ არსებული დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის”, - განაცხადა იან სტოლტენბერგმა.