აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, რუსეთი უსაფრთხოების განუყოფლობას ემუქრება.
მისივე თქმით, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების განუყიფლობას.
„ყველას გვჯერა უსაფრთხოების განუყოფლობის. ეს გადმოცემულია ყველა ჩვენს ფუნდამენტურ დოკუმენტში. ჩვენი შეშფოთება მდგომარეობს იმაში, რომ სინამდვილეში ეს რუსეთი ემუქრება უსაფრთხოების განუყოფლობას, ეს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში”, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.