რუსეთი და ჩინეთი - „ფერად რევოლუციებსა“ და ნატო-ს გაფართოებას ვეწინააღმდეგებით

რუსეთი და ჩინეთი - „ფერად რევოლუციებსა“ და ნატო-ს გაფართოებას ვეწინააღმდეგებით

4-02-2022, 18:15 - 2022
580
       

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ხელმძღვანელის სი ძინპინის შორის შეხვედრა გაიმართა,- განცხადებას ამის შესახებ „კრემლი“ ავრცელებს.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ასევე იმაზე, რომ „არც ერთმა ქვეყანამ არ არ უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების ხარჯზე“. 

გამცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორივე მხარე ეწინააღმდეგება ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებეს ნატოს „უარი თქვას „ცივი ომის“ ეპოქის იდეოლოგიურ მიდგომებზე“.

„ცალკეული სახელმწიფოები, სამხედრო-პოლიტიკური ალიანსები ან კოალიციები მიზნად ისახავენ პირდაპირი ან ირიბად ცალმხრივი სამხედრო უპირატესობების მოპოვებას სხვათა უსაფრთხოების საზიანოდ, მათ შორის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გზით გააძლიერონ გეოპოლიტიკური მეტოქეობა, გააძლიერონ ანტაგონიზმი და დაპირისპირება, მნიშვნელოვნად ძირს უთხრიან საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგს და გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობას“, - ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები