ჩრდილოეთ მაროკოში მაშველები 32 მეტრი სიღრმის ჭაბურღილში ჩავარდნილი მცირეწლოვანი ბავშვის ამოყვანას სამი დღეა ცდილობენ.
მედიის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა თოკის საშუალებით მოახერხეს მისთვის ჟანგბადისა და წყლის გადაცემა.
მთავრობის სპიკერის მუსტაფა ბაიტასის თქმით, ისინი აკვირდებიან სიტუაციას და სწავლობენ სხვადასხვა გზას მცირეწლოვანის გადარჩენისთვის.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები.