იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტის კანონში შესწორებას, რომლის მიხედვითაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბეწვეულის ქარხნები დაიხურება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას EcoWatch ავრცელებს.
გარდა ამისა, იტალიის სენატის გადაწყვეტილებით, ექვს თვეში ქვეყანაში დარჩენილი ათი ბეწვეულის მაწარმოებელი ფერმა დაიხურება და წარმოება შეწყდება.
პარლამენტის მიერ ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ, იტალია გახდება ევროპის მე-16 ქვეყანა, რომელიც ბეწვეულის დამზადებას აკრძალავს.