Meta-ს აქციები 230 მილიარდი დოლარით დაეცა

Meta-ს აქციები 230 მილიარდი დოლარით დაეცა
4-02-2022, 13:44 - 2022
626

Meta Platforms-მა 230 მილიარდ დოლარის აქციების ვარდნა განიცადა, რაც ამერიკული ფირმისთვის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
 
ფირმის აქციები 26.4%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კვარტალურმა მაჩვენებლებმა ინვესტორების იმედგაცრუება გამოიწვია. „მეტამ“ ასევე განაცხადა, რომ Facebook-ის აქტიური მომხმარებლების დღიური მაჩვენებელი მისი 18-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად დაეცა.
 
„ბლუმბერგის“ მონაცემების მიხედვით, კომპანიის აქციების ფასის ვარდნის გამო, მარკ ცუკერბერგის ქონება $31 მილიარდი დოლარით შემცირდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა