„კიდევ იქნება შემთხვევების მატება“ - ეპიდემიოლოგების პროგნოზი

„კიდევ იქნება შემთხვევების მატება“ - ეპიდემიოლოგების პროგნოზი
4-02-2022, 09:28 - 2022
1 338

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების მატება.

„“ომიკრონით“ გამოწვეული მეექვსე ტალღა საქართველოში ჯერჯერობით აღმავალ მრუდზეა. მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ იქნება შემთხვევების მატება. რთულია სავარაუდო მაქსიმუმის დასახელება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ეპიდემიოლოგ ლალი ჯანაშია ამბობს, რომ რეგულაციების დაუცველობის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მომავალშიც დაინფიცირების მაჩვენებელი მზარდი დარჩეს.

„მოსალოდნელი იყო ის მაჩვენებლები, რაც დღევანდელ დღეს გვაქვს და შესაძლებელია, შემდეგში არდაცული რეგულაციებს შედეგად და ზოგადად „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი თვისებებიდან გამომდინარე, მომავალშიც იყოს დაინფიცირებულთა რიცხვის მატება“, - განაცხადა ლალი ჯანაშიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა