ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია

ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია
24-03-2022, 14:12 - 2022
659

საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ბათუმის „დინამო“ საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
 
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ამასთან დაკავშირებით კლუბი განმარტებას სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ გააკეთებს. თუმცა, ცნობილია ის, რომ ხვიჩა „რუბინიდან“ ფიფა-ს მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამით, იჯარის წესით წამოვიდა.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა