ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ მაისურით, „ცსკა“-ს წინააღმდეგ, ბოლო მატჩი ჩაატარა.
ინფორმაციას adjarasport.com ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრების წევრი, რომელიც „არმიელების“ წინააღმდეგ, „რუბინის“ კაპიტანი იყო, სანაკრებო პაუზის შემდეგ, კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს.
მათივე ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე, მის მენეჯერებთან შეთანხმებით, იტალიელი აგენტებიც მუშაობენ.