თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს სურს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარებული იქნას.
მან ასევე აღნიშნა, ქვეყანა მშვიდობის მისაღწევად ბევრს მუშაობს.
„ჩვენ კატეგორიულად ვაპროტესტებდით ყირიმის ანექსიას 2014 წელს. მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა ყირიმის ანექსიაზე, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.