რა გადაწყვეტილებები მიიღო ვაქცინაციის საბჭომ

რა გადაწყვეტილებები მიიღო ვაქცინაციის საბჭომ

3-02-2022, 14:01 - 2022
1 393
       

იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა განიხილეს.

სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ იმუნიზაციის გეგმაში გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია.

მისი თქმით, გარდა ამისა, ამავე გეგმაში გათვალისწინებულია ე.წ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის გაგრძელებისა და სრული მოსახლეობის 70%-ის აცრის საკითხებიც.

„სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის მომავალ წელსაც იგივეა, ეს არის მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ჯგუფები, ვისაც აქვს მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა. ვაკეთებთ აქცენტს „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე, რადგან „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ „ბუსტერ“ დოზა ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა თამარ გაბუნიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები