სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 2.5%-ით, ბოსტნეულზე 8.4%-ით, ხილზე 7.4%-ით, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე კი 4.%-ით გაიზარდა.
ასევე, ფასები გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზე (3.2%), ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე (1.4%), თევზეულზე (1.2%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზეც (1.1%).
„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (4.4%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8%); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.8 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-3.7%), ისე ტანსაცმლის (-3.7%) ქვეჯგუფებზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2022 წლის იანვრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.