ზელენსკი განცხადებას აკეთებს

ზელენსკი განცხადებას აკეთებს

16-03-2022, 16:36 - 2022
1 103
       

„ვალდებულებები ვართ ვიბრძოლოთ და სამშობლო დავიცვათ, ვალდებულები ვარ გავმართოთ სამართლიანი მოლაპარაკებები და მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინელებს ძალა შეგვწევს გავიმარჯვოთ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
 
მიმართვას გთავაზობთ უცვლელად:
 
ძვირფასო  უკრაინელებო ოკუპანტების პასუხისგების საკითხის დაყენებაზე მუშაობა აქტიურად დავიწყეთ. აუცილებლად შედგება სამხედრო ტრიბუნალი. თითოეული ადამიანი ვინც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და ტერორი მოაწყო აუცილებლად დაისჯება. უკრაინის პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა აქტიური მუშაობა უკვე დაიწყეს. ამასთან მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამომძიებელთა ჯგუფმა დეტალების შესწავლა უკვე დაიწყეს. ჩვენი სამართალდამცველები და უცხოელი გამომძიებლები რუსული დანაშაულის დამამტკიცებელ დეტალებს უკვე აგროვებენ. დღეს ჰააგის სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს ვესაუბრე, ის უკვე უკრაინაშია და საქმიანობას შეუდგა. ოკუპანტებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევთ. 
 
გვიან ღამით რუსმა ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტების დაბომბვა უკვე დაიწყეს. დაბომბეს ოდესის სანაპირო, სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევზე და ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დღეს დილით კი დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. მტერმა 21 დღეში უფრო მეტი შენობა გაანადგურა ვიდრე დონბასის 8 წლიან ომში.   აი რაში გამოიხატება რუსული მეგობრობა, ან ერთი ერი. მარიუპოლში საოლქო, ინტენსიური თერაპიის  საავადმყოფო ჩაიგდეს ხელში, რომელიც აგრესიის შედეგად ისედაც დაზიანებული იყო. პაციენტები და ექიმები ტყვედ ჰყავთ აყვანილი. 400-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს. ოკუპანტები ამ საავადმყოფოს საბრძოლო ტერიტორიად იყენებენ და მეზობელი შენობების მიმართულებით ისვრიან. ეს არის სამხედრო დანაშაული, რაც არაფრით არ განსხვავდება ბასაევის მიერ ბუდიონოვსკის საავადმყოფოში შეჭრისგან. თუმცა მცირე სხვაობა მაინც არის, რადგან რუსები უფრო ლაჩრულად მოქმედებენ.  
საღამოს ოკუპანტებმა ბუჩის ადგილობრივი საკრებულოს წევრები აიყვანეს ტყვედ და ამ დრომდე არ უშვებენ. 
მსოფლიო უკვე მიხვდა რომ თუ რუსეთს ტერორისტ სახელმწიფოდ არ გამოაცხადებს,  უკრაინელებისთვის სამართლიანობა ვერ აღდგება. ასევე შეუძლებელი იქნება საერთაშორისო წესრიგის აღდგენა. 
 
მტრის დანაკარგების რაოდენობა იზრდება. მათ თითქმის 14 ათასი ჯარისკაცი უკვე დაკარგეს. 10 ათასზე მეტი დაჭრილია. ასზე მეტი ვერტმფრენი,   თითქმის ასამდე თვითმფრინავი, 400-ზე მეტი ტანკი და რამდენიმე ასეული სამხედრო ტექნიკა განადგურებულია. ბრძოლის ველიდან მოგვაქვს ის სამხედრო ტექნიკაც, რომელიც მტერმა გაქცევის დროს დატოვა. ამ სამხედრო ტექნიკას უკრაინის დასაცავად ვიყენებთ. ძვირფასო უკრაინელებო თუ ფლობთ ინფორმაციას თუ სად დატოვა ოკუპანტმა ტანკი ან სხვა ტექნიკა, წაიყვანეთ ან შეგვატყობინეთ. თითოეული მათგანი სამშობლოს დასაცავად გამოვიყენოთ. 
 
დღეს კიევის დროით 3 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოვალ. ეს უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. 8 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ ყალბი რეფერენდუმი მოაწყო და ჩვენი ყირიმი შეიერთა. ეს უკანონო, ამასთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების ყველაზე დიდი რღვევა იყო. 
 
მსოფლიოს მაშინ იმის ნახევარი რეაგირება რომ მოეხდინა, რომელსაც ახლა ახორციელებს, დარწმუნებული ვარ ეს შემოჭრა არ მოხდებოდა. მთელი ეს ბოროტება ყირიმის ოკუპაციამ გამოიწვია. 
 
ვალდებულებები ვართ ვიბრძოლოთ და სამშობლო დავიცვათ. ვალდებულები ვარ გავმართოთ სამართლიანი მოლაპარაკებები და მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინელებს ძალა შეგვწევს გავიმარჯვოთ. დიდება უკრაინას
“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები